Thursday, May 15, 2014

ტრენინგი
       გავიარე ტრენინგი სახელწოდებით ''ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში''. ტრენინგის ხანგრძლივობა 13 დღე ( 39 საათი).
       ჩატარების ადგილი: ქ.მცხეთა, მცხეთის 1 საჯარო სკოლა.
       ტრენერი: თეა შავერდაშვილი.
       ვისწავლეთ Word-ში,   Exel-ში,  Power Point-ში მუშაობა, ასევე დავრეგისტრირდით lemill.net-ზე, ავტვირთეთ გაკვეთილის გეგმები და შეფასების რუბრიკა.
        შევქმენით საკუთარი ბლოგი blogger.com-ზე და ავტვირთეთ პროექტი.
        ტრენინგის დასაწყისში ვიმუშავეთ  გაკვეთილის დაგეგმვა-ზე, გავიარეთ გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები.
         გაკვეთილის დაგეგმვისას გამოვიყენეთ ელექტრონული ინფორმაცია, მოვამზადეთ პრეზენტაცია, გავეცანით პრეზენტაციის წარმართვის ძირითად ხერხებს.
         გაკვეთილის დაგეგმვისას ასევე გავეცანით ელექტრონულ თამაშებს, რომლებსაც გამოვიყენებთ საგაკვეთილო პროცესში.
         ვისწავლეთ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში და საჭიროების შემთხვევაში მისი გადმოწერა საიტიდან.
         ვისწავლეთ სასწავლო მასალის შექმნა და გამოქვეყნება  lemill-ში.
         ბლოგზე პოსტის გამოქვეყნება.
         საკმაოდ ნაყოფიერი და შედეგიანი არის ისტ-ის ტერნინგები და კმაყოფილი ვარ. ტრენერი გასაგებად ხსნიდა მასალას, რაც აადვილებდა გაგებას. მომავალშიც თუ ჩატარდება მსგავსი ტრენინგები მადლობლები ვიქნებით, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ საგაკვეთილო პროცესში.
         დიდი მადლობა ქალბატონ თეას საინტერესო მუშაობისთვის.

Monday, May 12, 2014

                                             


                                                             პროექტი

1. პროექტის სახელწოდება:
The aquarium (აკვარიუმი)
2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა) 1-2 წინადადებით:
ლექსიკური მარაგისა და რიცხვების ათვისება.
3. პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები შეისწავლიან აკვარიუმის ბინადრების სახელებს და დათვლას.
4. პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა დამატებით მოიძიონ მასალა და დამოუკიდებლად დაითვალონ 100-ის ფარგლებში.
5. მონაწილეთა ასაკი:
7 - 8 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა:
2 გაკვეთილი
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
პრეზენტაციის შექმნა  მასწავლებლის დახმარებით
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სასკოლო სახელმძღვანელო, აუდიო-ვიდეო მასალა, Flash-card, Slide show.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ქტივობა 1. გონებრივი იერიში (5 წთ)
მოსწავლეებს აჩვენეთ რიცხვითი ბარათები (1-50), ხოლო მოსწავლეები დაასახელებენ რიცხვებს.
აქტივობა 2. მინი ლექცია (10 წთ)
ფლეშბარათით და რიცხვითი ბარათების (60-100) გამოყენებით მოსწავლეები გაეცნობიან ახალ სიტყვებს. Slideshow  
ჩანაწერი 27 მოსწავლეები მოუსმენენ ტექსტს.
აქტივობა 3. კითხვა პასუხი (10 წთ)
მოსწავლეები დამოუკიდებლად წაიკითხავენ თითოეულ პარაგრაფს.დავსვათ შეკითხვები პარაგრაფების მიხედვით.
აქტივობა 4. რიცხვებით თამაში (5 წთ)
გამოვიყვანოთ ხუთი ან მეტი მოსწავლე.მივცეთ  ნებისმიერი თანმიმდევრული რივხვითი ბარათები არეული წყობით. ბავშვები დააკვირდებიან თავიანთ რიცხვით ბარათებს ,დაეწყობიან თანმიმდევრული წყობით და დაასახელებენ თავიანთ რიცხვებს.

აქტივობა 5. ინდივიდუალური მუშაობა (10 წთ)
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ეს გაკვეთილი არ არის ინტეგრირებული
11. პროექტის ხემძღვანელი (მასწავლებელი):
ნინო ანესიანი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
ninikunaanesiani@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://ninoanesiani.blogspot.com/