ტრენინგი
გავიარე ტრენინგი სახელწოდებით ''ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში''. ტრენინგის ხანგრძლივობა 13 დღე ( 39 საათი).
ჩატარების ადგილი: ქ.მცხეთა, მცხეთის 1 საჯარო სკოლა.
ტრენერი: თეა შავერდაშვილი.
ვისწავლეთ Word-ში, Exel-ში, Power Point-ში მუშაობა, ასევე დავრეგისტრირდით lemill.net-ზე, ავტვირთეთ გაკვეთილის გეგმები და შეფასების რუბრიკა.
შევქმენით საკუთარი ბლოგი blogger.com-ზე და ავტვირთეთ პროექტი.
ტრენინგის დასაწყისში ვიმუშავეთ გაკვეთილის დაგეგმვა-ზე, გავიარეთ გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები.
გაკვეთილის დაგეგმვისას გამოვიყენეთ ელექტრონული ინფორმაცია, მოვამზადეთ პრეზენტაცია, გავეცანით პრეზენტაციის წარმართვის ძირითად ხერხებს.
გაკვეთილის დაგეგმვისას ასევე გავეცანით ელექტრონულ თამაშებს, რომლებსაც გამოვიყენებთ საგაკვეთილო პროცესში.
ვისწავლეთ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში და საჭიროების შემთხვევაში მისი გადმოწერა საიტიდან.
ვისწავლეთ სასწავლო მასალის შექმნა და გამოქვეყნება lemill-ში.
ბლოგზე პოსტის გამოქვეყნება.
საკმაოდ ნაყოფიერი და შედეგიანი არის ისტ-ის ტერნინგები და კმაყოფილი ვარ. ტრენერი გასაგებად ხსნიდა მასალას, რაც აადვილებდა გაგებას. მომავალშიც თუ ჩატარდება მსგავსი ტრენინგები მადლობლები ვიქნებით, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ საგაკვეთილო პროცესში.
დიდი მადლობა ქალბატონ თეას საინტერესო მუშაობისთვის.
No comments:
Post a Comment